LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ეკლესიაში ორი კუბო შემოიტანეს, დიდი და ოდნავ პატარა, მაშინ მივხვდი, კარგია, რომ ისინი ერთად არიან“ – ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

13827
fot

შოვში ტრაგიკულად დაღუპულ ზაზა მესხს და მის უფროს ვაჟს დღეს დაკრძალავენ.

გამოსვენება ვაკის წმ. სამების სახელობის ტაძრიდან 2 საათზე იგეგმება.

ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე სინტა დეპონტი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

„როდესაც ეკლესიაში ორი კუბო შემოიტანეს, დიდი და ოდნავ პატარა, მაშინ მივხვდი, კარგია, რომ ისინი ერთად არიან.

მაშინაც კი თუ ჯერ კიდევ მესამე დაკარგულია.

როდესაც ლოცვები გრძელდება და შენ წყვეტ სიტყვების მოსმენას, იწყებ აზრის, მნიშვნელობის მოსმენას, ეს კი სრულიად ახალ სივრცეს ხნის, სადაც საქმე სიყვარულზეა და არა წესებზე (სავსებით კარგია, რომ შავები არ ჩაიცვა).

როდესაც ამდენი ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, მოდის სამძიმრის სათქმელად, ეს მანუგეშებელია.

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იყო ჩვენთან დღეს და ხვალაც იქნება,“ – აღნიშნავს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე.

 

„ჩვენი თხოვნაა, თავი შევიკავოთ ფოტო და ვიდეო გადაღებებისაგან..“ – რას წერს ზაზა მესხის მეგობარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები