LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ეგოიზმი გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება“ – ია დუდაშვილი

629
-----2023-01-16_12-50-39_460784

ცნობილი მომღერლის, ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრ ირაკლი ნოზაძის მეუღლე ია დუდაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში პირად ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე ისაუბრა.

მან გამომწერებს სასარგებლო რეკომენდაციები გაუზიარა.

„ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა.. ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.

ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე.

ვიდეო: ირაკლი ნოზაძე: „ამ ბოლო დროს ძალიან გავაუბრალოეთ ცოლ-ქმრული თემა. როგორც კი შეუღლდებიან, თითქოს მერე ყველაფერი ქრება, იმ ლამაზ ფერებს კარგავს…“

ირაკლი ნოზაძის მეუღლე: „მორჯულებას არ ვიტყოდი. უბრალოდ, თავიდან, როცა არ ვიცოდი ირაკლის ხასიათი, ბევრს ვეჭვიანობდი, თავისუფლებას ვუზღუდავდი…“

რის შემდეგ დალაგდა ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის ურთიერთობა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემამდე ორი ოჯახი ჰყავდა, ალბათ, ირაკლიც გამოუცდელი იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები