ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ახალდაქორწინებული წყვილებისთვის ოჯახის შექმნის პირველ წლებში დამოუკიდებლად ცხოვრების რეკომენდაციას გასცემს.
მისი განმარტებით, ერთ სახლში სხვადასხვა თაობის ან ოჯახის წესების შერწყმა ხშირად იწვევს შედარებას და უთანხმოებას.
ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ორი წლის ცალკე ცხოვრების შემდეგ წყვილი ახერხებს საკუთარი ნორმებისა და წესების ჩამოყალიბებას და ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობას.
„პირველი რჩევა – როდესაც ოჯახი იქმნება, ჯობია კომფორტი დათმოთ და ცალკე იცხოვროთ. ყველა ვარიანტში სულ მცირე ორი წლის განმავლობაში.
რაც არ უნდა ახლოს ვიყოთ ვიღაცეებთან ერთად, მიკრო ღირებულებითი ნაწილი, ნორმები არის განსხვავებული.
ავიღოთ წესები, ყველა ოჯახში სხვადასხვა წესია. ახალი ოჯახი რომ იქმნება შედარება ხდება, ჩემს ოჯახში ასე არ იყო, იქ ისე არ იყო. ორივე მხარე ამტკიცებს რომ ის იქცევა არასწორად და შენ ახალგაზრდა რომ ხარ ვერ გაიგე რომელია მართალი. ამ დროს ეკითხები მეგობარს – შენთან როგორ არის ? იქ კიდევ სულ სხვა წესია. ამიტომ იბნევი და აქ იქმნება კონფიქტები.
ორი წელი რატომ ? თავის ნორმებს გამოიმუშავებს ოჯახი და იხელმძღვანელოს თავისი წესებით“,- ამბობს ზურა მხეიძე.