LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში იღუპებიან, ამბობენ – გმირები არ კვდებიან, ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს“ – უკრაინის კულტურის მინისტრი

231
ალექსანდრ ტკაჩენკო

„როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში იღუპებიან, ამბობენ – გმირები არ კვდებიან, ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს“, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დამსწრე საზოგადოებას, სადაც ცნობილი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ეს მიმართვა ტკაჩენკომ ქართულად წარმოთქვა.

„ვიცი, რომ ბატონმა ვახტანგმა უკრაინული სიმღერა ქართულად თარგმნა, ამიტომ მსურს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ქართულად:

როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში მებრძოლები, მაშველები, ექიმები ან არტისტები იღუპებიან, ამბობენ – გმირები არ კვდებიან.

ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს – გმირები არ კვდებიან, ნათელი ხსოვნა.“– განაცხადა ალექსანდრ ტკაჩენკომ, რომელიც საქართველოში ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს.

ხელოვანის ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები სპორტსმენები და საზოგადოების სხვა წევრები.

ანდერძის თანახმად, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის 14 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ

„ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში“ – ილია მეორე

ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“

„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას“ – სოფო ნიჟარაძე 

,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა” – ნანი ბრეგვაძე

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები