„სად იყო თორნიკე რიჟვაძე 2008 წელს? 19 წლის იყო და დიდი ეჭვი მაქვს, ამ დროს სარფის საზღვრის გადალახვას და გაქცევას ცდილობდა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა.
აღნიშნულით ჭანკოტაძე გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.
მისივე თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ყველა დაღუპულ სამხედროს, მათ ოჯახებსა და ვეტერანებს.
„როდესაც შენი ქვეყნის ჯარისკაცებს ბრალს დებ ლაჩრობაში, შენ ხარ საქართველოს მტერი, ნაძირალა. ამ განცხადებით მან შეურაცხყოფა მიაყენა ყველა დაღუპულ სამხედროს, მათ ოჯახებს, ვეტერანებს.
ერთი შეკითხვა მაქვს ვიღაც თორნიკე რიჟვაძესთან – სად იყო 2008 წელს? 19 წლის იყო და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ცდილობდა სარფის საზღვრის გადალახვას და ვინ არის ლაჩარი, 2008 წლის ომის მონაწილეები თუ თვითონ? შესაბამის პასუხს გასცემს საზოგადოება და სამხედროები“. – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.