„ტურისტი როდესაც შემოდის, უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ ადგილზე, სადაც მივა, გატესტილი პერსონალი დახვდება და პირბადის ტარების წესი იქნება დაცული“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველა მხრიდან რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, ტურისტი უფრო თამამად შემოვა.
როგორც მინისტრი ამბობს, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც ყველა ინდუსტრიაში იგეგმება. „სასტუმროებთან ამ კვირაში გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა, რათა უსაფრთხო მასპინძლის იმიჯი გავამყაროთ. ახალი სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, უსაფრთხო მასპინძლის იმიჯი – ვუმასპინძლოთ პირველ ჯუფებს, მათ შორის ვაქცინირებულ ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად უბრუნდებიან ტურისტულ აქტივობას. ასევე ნეგატიური PCR ტესტებით შემოსულებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლიდან გაუქმდა.