„მთავარი არხის“ გენერალურმა დირაქტორმა, გიორგი გაბუნიამ არხის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე „ტვ პირველთან“ ისაუბრა.
„ამ თემაზე არ უნდა გვიწევდეს საუბარი. ის, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა იყოს და (არის კიდეც) ყველაზე მნიშვნელოვანი.. როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გიქმნის პრობლემას, ეს ჩვენ არ გვიკვირს. მაგრამ როდესაც ამაში ჩაერთვება შენი ერთ-ერთი დამფუძნებელი, როდესაც ყელს გჭრის შინაური და თან ასეთ დროს, ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, მაგრამ არა გასაკვირი, სამწუხაროდ“, – ამბობს გიორგი გაბუნია.
ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, არხი დახუროს. გიორგი გაბუნიას თქმით, იბრძოლებენ და სადამდეც შეეძლებათ, იქნებიან ეთერში.