LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან გამოიდარებს საქართველოში – რას აცხადებს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი „ფორტუნასთან“

3602
ამინდის პროგნოზი

საქართველოში 14 აპრილის ჩათვლით არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება – ამის შესახებ „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

დოდო გვაზავას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 15 აპრილიდან გამოიდარებს და რამდენიმე დღის განმავლობაში, უმეტესად, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, დღისით შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი. ჰაერის დაბალი ტემპერატურა 13 აპრილამდე შენარჩუნდება, 14 აპრილს კი გამოიდარებს.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის საათებში მოსალოდნელია -1 გრადუსი ყინვა, მცირე ყინვაა მოსალოდნელი ღამის საათებში საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც.

14 აპრილამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება თბილისშიც. წვიმის ინტენსივობა იკლებს, მოსალოდნელია დასავლეთის ქარი -17-22 მ/წამში.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილიდან მოიმატებს“, – უთხრა „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g