პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჯერ ვერ ამუშავდება, რადგან ის ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკის შემცველია.
„მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მძიმეა და უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორეს მხრივ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი არის ჩვენს პირობებში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველი.
ვიცი, რომ ღია ბაზრობების გახსნის მოთხოვნას სოციალური პროტესტით ფიქრობენ. აქაც კომპრომისი უნდა მოვნახოთ და ალბათ ბაზრობების ის ნაწილი, სადაც ქუჩიდან შესასვლელები არის, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნათ.
ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ძალიან ადრე, ექიმების რეკომენდაციებს მივყევით და მსხვილი ბლოკების გათიშვით მობილობის დავარდნას მივაღწიეთ და არ დავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახენებთ, 23 მაისიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოიხსნება.