LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს ეკა მამალაძე: „ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს და ვცდილობ, სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი და საზეიმო გახდეს…“

509
ეკა-მამალაძე

„არტ ფმ“-ის ეთერში თათა სადრაძესთან ეკა მამალაძე ჩაერთო, რომელიც დღეს იუბილარია.

„მშვენიერი განწყობა მაქვს. მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ვარ გახარებული. ზოგს არ უყვარს დაბადების დღე და ამბობენ, რომ ასე არ შეიძლება. ყოველთვის ამაღლებულ ხასიათზე ვარ. ისეთ ხალხს ვახსენდები ხოლმე, ვისაც მგონია, საერთოდ არ ვახსოვარ. არ ველოდები ხოლმე, ისეთი ზარები შემოდის. ვცდილობ, სხვისთვისაც და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს ეს დღე. იყოს ზეიმი. დღეს მივდივარ ნიკოლოზ წულუკიძის ღონისძიებაზე. 27 მარტი არის თეატრის დღე. კონცერტიდან სტუმრებს მოვიყვან სახლში და ჩემს ტორტს გავასინჯებ ყველას. არ ვიცი, დღეს რა მოხდება, მაგრამ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს.

პირველი, ვინც მომილოცა, ჩემი შვილი, ნატალიკო იყოს. ვიდეოც გამომიგზავნა ჩემი შვილიშვილის. ძალიან კარგი მოლოცვა იყო.

შარშან გარდენიაში აღვნიშნე დაბადების დღე და საოცარი იყო. ისეთი გასაგიჟებელი გარემო იყო…“

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g