LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ამოვალ ბებიას ამაგიდან არ ვიცი.. სუპერძალა რომ მქონდეს, ჩემი ოჯახის წევრებს უკვდავს გავხდიდი – ოთო ბაზერაშვილი

4451
ფორტუნა (24)

ოთო ბაზერაშვილმა „საბავშვო ევროვიზიაზე“ გამგზავრებამდე „რუსთავი 2“-ის ბლიც კითხვებს უპასუხა.

ვინ არის ოთო ბაზერაშვილი?

მომღერალი.

რა არის შენი ჰობი? 

სიმღერა, ძიუდო და თევზაობა, მგონია, რომ ჩემი ჰობი რაც არის, იმაში კარგი გამოვალ.

როგორი მეგობარი ხარ?

არასდროს ვუღალატებ, რომ ვკდებოდე.

რას ნიშნავს შენთვის საქართველო?

ერთ დიდ გულს.

რა როლი აქვს შენს ცხოვრებაში ოჯახს?

ძალიან დიდი როლი აქვს ყველას. ძალიან მიყვარს ყველა და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ასეთ გარემოს მიქმნიან. ბებიას მადლობას როგორ გადავუხდი და მისი ამაგიდან როგორ ამოვალ, არ ვიცი.

რას გააკეთებდი სუპერძალა რომ გქონდეს?

სუპერძალა რომ მქონდეს, ჩემი ოჯახის წევრებს უკვდავს გავხდიდი, საქართველოს გავამთლიანებდი და გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმარებოდი, კარგ საქართველოში ვაცხოვრებდი.

შეგახსენებთ, ოთო ბაზერაშვილი ანასტასია ვასაძე და ნოკოლოზ ხარატი საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში  იმყოფებიან, სადაც 26 ნოემბერს „საბავშვო ევროვიზიაში“ მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე“ პირველი რეპეტიცია გაიარა – როგორია ქართველი კონკურსანტების ემოციები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g