მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით საყურადღღებო და საინტერესოა. ეს ასაკი სახელდება როგორც კრიზისული პერიოდი. რა ქმნის ამ კრიზისს მოზარდებში და როგორ ამოვიცნოთ რთული ქცევა – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ინდირა გვარმიანმა ისაუბრა.
რა ცვლილებები ახასიათებთ მოზარდებს?
გარდატეხის ასაკს ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებები. პრობლემები დაკავშირებულია სამი ძირითადი ასპექტის ცვლილებასთან – ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ეგზისტენციალურ-ფილოსოფიური. ფიზიოლოგიურ დონეზე ამ პერიოდში მომდინარეობს ინტენსიური ჰორმონალური პროცესები, იცვლება სხეული, ხმა, ხდება სქესობრივი მომწიფება. მოზარდი იხედება სარკეში და ხედავს შეცვლილ სხეულს, რომელსაც თავიდან ვერ ეგუება, არ მოსწონს, ეშინია.ემოციურად ვერ ეწევა ამ ცვლილებას.
ეგზისტენციალური გაგებით მოზარდობის ასაკის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ბავშვების მშობლებისაგან დისტანცირება, პიროვნული ზრდა, ჩამოყალიბება და საკუთარი გზის ძიება. ვინ ვარ მე? როგორი ვარ მე? რა შემიძლია? ამ პერიოდში მშობლების ავტორიტეტი სუსტდება. მშობლისთვისაც ეს პერიოდი სირთულეს წარმოადგენს რადაგან საკმაოდ სწრაფად ხდება მოზარდის ქცევის შეცვლა. ბავშვი რომელიც იყო დამჯერე, კარგად სწავლობდა ხდება დაუმორჩილებელი, აგრესიული, გაღიზიანებული, ცუდად სწავლობს და ეს მშობლისთვის გაუგებეარი და მიუღებელია. იწყება კონფლიქტი. ამავდროულად მოზარდის ცხოვრებაში ჩნდებიან სხვა უფროსი ავტორიტეტები, რომელთაც ისინი მიბაძავენ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების აზრი.
კრიზისს ქმნის მოზარდში მიმდინარე ცვლილებები, ქაოტური მდგომარეობა, ასევე გარემო, რომელშიც ის იმყოფება. მით უფრო მწვავეა კრიზისი, რაც უფრო მეტი პრობლემებია გარემოში, სადაც მოზარდი ფუნქციონირებს. ოჯახში სადაც სოციალურ-ეკონომიკური, სხვადასხვა დამოკიდებულებების, ძალადობრივი გამოცდილების, თუ განქორწინების შემთხვევებია რათქმაუნადა უფრო მეტად უნადა ველოდოთ სირთულეებს მოზარდთან.
როგორ ამოვიცნოთ პრობლემური ქცევა?
მოზარდი ხდება მაძიებელი, ექსპერიმენტატორი, რადგან ამ ასაკს ახასიათებს ახალი ქცევითი მოდელების თუ ღირებულებების ძიება, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, ეს გარდამავალი პერიოდია და ხელს უწყობს ზრდას, განვითარებს. თუმცა ამ მახასიათებელს აქვს მეორე მხარე, ეს არის რისკის შემცველი ქცევები: აზარტული თამაშები; ალკოჰოლიზმი; ნაადრევი და დაუცველი სექსუალური გამოცდილება, სუიცდი, პროტესტის ნიშნად სახლიდან გაქცევა და ა.შ
რა თქმა უნდა ყველა მოზარდს არ ახასიათებს ასეთი ტიპის ქცევები და არ უნდა განვაზოგადოთ. თუმცა მოზარდები ხშირ შემთხვევაში ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამ დროს შესაძლო რისკებს და საფრთხეებს არ აქცევენ ყურადღებას. თუმცა, ასევე არსებობს ხელშემწყობი ფაქტორებიც: გენეტიკა, სოციალური გარემო, პიროვნული მახასიათებლები. მოზარდობაში გამოვლენილი სირთულეები, ადრეული ბავშვობიდან დაგროვილი პრობლემებია, რომელიც ამ ასაკში თავს მძაფრად იჩენს, ამიტომაც არის თვალსაჩინო.
ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ის იზრდება, ოჯახის და აღზრდის ფაქტორი. მშობლების განქორწინება, აღზრდა სადაც ტენდენციურია მუდმივი უყურადღებობა ან პირიქით ზედმეტი ჰიპერმზრუნველობა. ეს პროტესტს იწვევს მოზარდში, რაც უფრო ძლიერია პროტესტის გრძნობა, მით მეტად მოსალოდნელია ემოციური გადაწყვეტილებები, რასაც მივყევართ სარისკო ქცევამდე, ეს ქცევა შეიძლება იყოს ზიანის მომტანი როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე სხვების მიმართაც.
ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ ფსიქოემოციურ თუ სოციალურ მდგომარეობას, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია. მოზარდი ამ ყველაფრის ნაწილია და ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მოზარდობის ასაკი არ გვპატიობს არაფერს. აღზრდის დროს ჩვენს მიერ წარსულში დაშვებული შეცდომები, სწორედ ამ ასაკში ტივტივდება მაღლა და აისახება მოზარდის ქცევაში. აგრესიულია საზოგადოება? გაორმაგებული აგრესიით გვპასუხობს მოზარდი.
რა არის დელიქვენტური ქცევა?
გარდა სარისკო ქცევისა, მოზარდობას შეიძლება თან ახლდეს დელიქვეტური ქცევა ანუ კანონსაწინააღმდეგო ქცევა. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან ამის სწორად აღქმა და შეფასება, რადგან მოზარდი რომელიც ჩადის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ უნდა გავიხილოთ როგორც კრიმინალი რადგან ეს ასაკთან მიბმული ქცევაა და ასაკის ცვლიელებასთან ერთად ასეთი ტიპის ქცევა ქრება. ის ისეთივე სრულფასოვანი საზოგადოების წევრი ხდება როგორც ყოველი ჩვანთაგანი. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება და სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური განხილვის საკითხი.
7 რჩევა ინდირა გვარმიანისგან:
გადაცემის აუდიოჩანაწერი