გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილის შვილი, მია გოგელაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას მონაყოლს ეხმაურება.
საქმე ეხება კეკელიას მიერ ტაძარში გაკეთებულ განცხადებას, სადაც დეკანოზმა განაცხადა:
„ანა მამულაშვილი მოკლეს, თავში ჩაარტყეს რეზინის კეტი (დუბინკა) „იმედის” ტელევიზიის დარბევის დროს, ამან გამოიწვია სიმსივნე და გარდაიცვალა ის გოგო. ის არ იყო ჟურნალისტი?,“ – ამბობდა მამა შალვა.
„დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არაადამიანი, ვითომ „მამაო” დგას და დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ. ამბობს, რომ თურმე „იმედის” დარბევის დროს, როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს „თურმე” სიმსივნე განუვითარდა თავში. ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, რათა თავისი და ქოცების ტრაკები დაიცვას. არსებობს ვიდეო, სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით აბრმავებს თავის მრევლს.
ეს „მამაო” არის „მამა შალვა” (ბრჭყალების გარეშე უბრალოდ არ შემიძლია ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება) – როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას, რა ნამუსით.
არ გაპატიებ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას. კარგად დაიმახსოვრე, არ გაპატიებ.
კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბევრი ამბავი მახსოვს ბოლოდროინდელი მისი, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას.
შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი, ჩემს გარდა სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ხო და მე გაძლევ პირობას, რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ”.
ცნობისთვის, ანა მამულაშვილი 2019 წელს 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მელანომას ებრძოდა.
მია გოგელაშვილი მაშინ 14 წლის იყო.