LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩავდგეთ ზაფხულში ფორმაში – სილამაზის აკადემია

146
ტატო-ბახტურიძე

როგორ ჩავდგეთ ზაფხულში ფორმაში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ფიტნეს ინსტრუქტორმა ტარიელ ბახტურიძემ ისაუბრა.

როდის უნდა დავიწყოთ ვარჯიში, თუ გვინდა ზაფხულში ფორმაში ჩავდგეთ?

უმჯობესია სტაბილური რეჟიმი მთელი წლის განმავლობაში ჰქონდეს ადამიანს, მინიმუმ გაზაფხულისთვის უნდა დავიწყოთ მზადება. ხშირად ადამიანები აკეთებენ მკაცრ კვებას, ეს არაა სწორი კლება, მკაცრი კვების დროს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდება წონის დაბრუნება. იმისთვის, რომ ორგანიზმი არ დაისტრესოს და არ გამოიყოს კორტიზოლი, აუცილებელია ნელ-ნელა გადავიდეთ სწორ კვებაზე. ასევე ვარჯიშზე.

კვების რაციონზე გკითხავ, 70% არის კვება, როგორ უნდა შევადგინოთ კვების რაციონი ზაფხულში?

საჭიროა ზაფხულში სწორად შევარჩიოთ კვების რაციონი, ეს ის პერიოდია, რომელიც მდიდარია ბევრი პროდუქტით, სეზონური ხილით, ბოსტნეულით. საჭირო ვიტამინებით, მინერალებით, ამ დროს მნიშვნელოვანია ვიტამინების მიღება და აუცილებელია შესაბამისი კვება იყოს გაწერილი.  

მძიმე წონებით ვარჯიში დარბაზში, რამდენად ემხრობი?

მძიმე ვარჯიშების მომხრე ვარ, როცა ადამიანი ფორმაში შევა. მაგრამ დასაწყისში უნდა დავიწყოთ დაბალი დატვირთვით, არ შეიძლება დიდი წონებით ვარჯიში, დიდი ხანი ვარჯიში, მაგალითად 2-3 საათი არაა მისაღები, ამ დროს კარგავენ კუნთის მასას. საკმარისია კვირაში სამი დღე ვარჯიში, მოგვიანებით კი დამატება კარდიო ვარჯიშების, ვგულისხმობ ბილიკს და ველოსიპედს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები