შოტლანდიელი ნიკი ბუნი ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო გატაცებული. ახალი ზელანდიის ერთ-ერთ პროვინციაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კი ბავშვობის გახსენება გადაწყვიტა და საოცრად ემოციური ფოტოსესიაც შექმნა.
ოთხი შვილის გაჩენის შემდეგ ბუნი მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ცოცხალი კომუნიკაცია ბუნებასთან. მან თავისი პროექტით „ველური ბავშვობა“ საკუთარი შვილების მაგალითზე დაგვანახა, რამდენად ფერადი და მრავალფეროვანია ბავშვური სამყარო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გაჯეტების გარეშე.