ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე სოციალურ ქსელში ქმრის ყოფილ თანაგუნდელებზე პოსტს აქვეყნებს და სავარაუდოდ, ამ პოსტით ცესკოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ. სამარცხვინოა. სკამებზე გაცვალეს ყველაფერი”- წერს ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა პროტესტის და ხმამაღალი შეძახილების ფონზე წარიმართა. მართალია ახლა სიტუაცია განიმუხტა, თუმცა განსაკუთრებით დაძაბულობა ადგილზე მაშინ დაიწყო, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზში შევიდნენ და ვითარება იმ ზომამდე მივიდა, რომ თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილის სხდომათა დარბაზიდან გაძევება მოითხოვა.
ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, ცესკო საოლქოს ოქმებს აჯამებდა თუ საუბნოსი. მისი თქმით, ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საოლქოს მონაცემების შეჯამება დღეს არ შეიძლება, რადგანაც მათი გასაჩივრების ვადა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ნანახი გაქვთ საჩივრები? როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი მაინც მოვასწროთ 20 წუთში – დაპირისპირება ცესკოში
თამარ ჟვანიამ გოგორიშვილს განუცხადა, რომ ის საჩხუბრად არის მისული და რეალურად, ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია.ხათუნა გოგორიშვილმა ფორსირებულ რეჟიმში ოქმების განხილვაში თამარ ჟვანიას დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საჩივრებისა და ოქმების განხილვა ობიექტურად არ მიმდინარეობს.