LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს მჯდომარე სამუშაო საათების შემდეგ

46

თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს, რომ მთელი დღის განმავლობაში მჯდომარე მდგომარეობაში უნდა იყოთ, ორგანიზმისთვის საკმაოდ საზიანოა. ასეთი სამუშაო ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზეც. გსურთ გაექცეთ პრობლემებს? აი როგორ უნდა მოიქცეთ:

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც მჯდომარე მდგომარეობაში ხართ, თქვენი კიდურები და კუნთები ძლიერ დატვირთვას განიცდის – ამბობს ფიტნეს-კონსულტანტი ბიჯეი გადური. რაც შემდგომში ცუდად აისახება როგორც ორგანიზმზე, აგრეთვე თქვენს ვარჯიშზეც სპორტდარბაზში და ზრდის ტრამვის ალბათობას.“

როგორ მოვიქცეთ? აი რას გვირჩევენ ფიტნეს-ინსტრუქტორები. „თქვენ შეგიძლიათ კუნთების განსატვირთად გაწელვები გააკეთოთ:  ჩაიმუხლეთ სკამზე, ან მაგიდაზე და თავი ხელებით გაიმაგრეთ, ცალი ფეხი გამართეთ მაქსიმალურად და მოკეცეთ, გამართეთ-მოკეცეთ, გააკეთეთ 10-12 მსგავსი მოძრაობა და დააბრუნეთ ფეხი საწყის პოზიციაზე. 2 წუთიანი შესვენების შემდეგ, იგივე მოძრაობები მეორე ფეხით გაიმეორეთ. არ დაგავიწყდეთ სწორად სუნთქვაც – ფეხის გამართვისას ჩაისუნთქეთ, მოკეცვისას ამოისუნთქეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ წელი და ხერხემალი მაქსიმალურად გამართულ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ.“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები