LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გააცილა არსენალმა არსენ ვენგერი: ფრანგმა წასვლისას ბავშვს სურვილი აუსრულა (ფოტო, ვიდეო)

28

22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ არსენ ვენგერი ბოლოჯერ გავიდა „ემირეითზე“ ლონდონის „არსენალის“ მწვრთნელის რანგში. დამშვიდობებისას მისმა გუნდმა „ბარნლი“ 5:0 გაანადგურა.

სტადიონის შესასვლელთან უზარმაზარი სამადლობელი ბანერი – Merci Arsene -გამოფინეს, რომელზეც ფრანგის მოპოვებული ტიტულები იყო გამოსახული.

ვენგერს „არსენალში“ 10 დიდი გამარჯვება აქვს: 7 ინგლისის თასი და 3 ტროფეი პრემიერლიგაში (ერთ-ერთი ოქროსფრად გამოყვეს – დაუვიწყარი დაუმარცხებელი სეზონის აღსანიშნავად) და კიდევ ინგლისის 7 სუპერთასი.

მატჩის დაწყებამდე მსაჯებმა, მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა ვენგერისთვის დერეფანი მოაწყვეს.

ყველაზე ემოციური ეპიზოდი ვენგერის ჰალსტუხს ეხება.
პატარა გულშემატკივარი სტადიონზე პლაკატით მივიდა: „არსენ, შეიძლება თქვენი ჰალსტუხი მაჩუქოთ?’. მუსიე არსენმა ბიჭი შეამჩნია და სურვილი აუსრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები