ყველაფერი არასწორი ყველით და უხარისხო კარაქით დაიწყო.
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულინარიული ვებსაიტს, Good Food-ს (ყოფილი BBC Good Food), რომაულ კაჩო ე პეპეს ოთხი ინგრედიენტით მომზადებული „სწრაფი სადილი“ უწოდა: „სპაგეტი, წიწაკა, პარმეზანი და კარაქი“.
იტალიელები აღშფოთდნენ.
პირველ რიგში, ყველამ, ვინც კი ოდესმე უცდია კაჩო ე პეპეს მომზადება, იცის, რომ პროცესი სულაც არ არის სწრაფი და მომზადებას მოთმინება და უნარი სჭირდება. ყველის და მაკარონის წყლის ათქვეფა იდეალური ემულსიის მისაღებად ადვილი არ არის. ბოლოს და ბოლოს, არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს კერძი ასე პოპულარულია. თუ გსურთ იტალიური რესტორნის შეფასება, მაშინ ეს კერძი უნდა შეუკვეთოთ.
მეორეც, ავთენტური რომაული კერძი მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება: მაკარონი (ჩვეულებრივ ტონარელი), შავი პილპილი და ყველი პეკორინო რომანო.
პარმეზანი კარდინალური ცოდვაა და ამ რეცეპტში კარაქი ნამდვილად არ უნდა იყოს.
ბრიტანული დაუდევრობა? შესაძლოა. მაგრამ, მეორეს მხრივ, არსებობს წესები და ტრადიციული იტალიური კერძი არ უნდა გააფუჭო.
იტალიურმა მედიამ ეს კულინარიული ღალატი არ დატოვა უყურადღებოდ. რომაულმა გაზეთმა Il Messaggero-მ დაწერა: ცნობილი ბრიტანული ჰიმნის „ღმერთო დაიფარე მეფე“ პერიფრაზირებით, რომაელი რესტორატორები ახლა ამბობენ: „ღმერთო დაიფარე cacio e pepe.“
შემდეგ მოჰყვა რომსა და ლაციოში Fiepet-Confesercenti-ს (იტალიური რესტორნების ასოციაცია) პრეზიდენტის, კლაუდიო პიკას რეაქცია, რომელმაც ოფიციალურად შეიტანა საჩივარი. მან წერილი მისწერა Immediate Media-ს, Good Food-ის გამომცემელს, და რომში ბრიტანეთის ელჩს.
აღშფოთების შემდეგ, ვებსაიტმა განაახლა რეცეპტი და აღადგინა სამი წმინდა ინგრედიენტი.
მაგრამ… ინტერნეტში არის რჩევები, რომ დამწყებ მზარეულებს შეუძლიათ ნაღების დამატება, რათა სოუსი კარგად შეერწყას.
ვერასდროს ისწავლიან???