LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Audi–ის პირველი ელექტრომობილი (ვიდეო)

90

Audi-მ ავტომოყვარულებს პირველი ელექტრომობილი წარუდგინა. გერმანული ავტომწარმოებლის სიახლეს E-Tron ეწოდა და მისი პრეზენტაცია სან-ფრანცისკოს ავტოსალონზე შედგა. სპორტქარი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და ისინი წინა და უკანა თვლებზე არიან პასუხისმგებელი. საერთო ჯამში აგრეგატს 408 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

საინტერესოა, რომ ქალაქში მოძრაობისას ავტომობილი ძირითადად უკანა წამყვანი თვლებით დადის, წინა თვლებს კი მხოლოდ იმ შემთხვევებში იყენებს, როცა მაღალ სიჩქარეს ავითარებს ან ადგილიდან ძალიან სწრაფად იძვრება.

საინტერესოა, რომ ერთი დამუხტვით ავტომობილს 400 კმ-ს გავლა შეუძლია. E-tron ევროპულ ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და მისი საწყისი ფასი 80 ათასი ევრო იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები