როგორ გამოიყურება Lamborghini Aventador SVJ- ქსელში ახალი თიზერი გავრცელდა. იტალიურმა კომპანიამ გამოაქვეყნა მორიგი ვიდეო, რომელშიც Aventador-ის მოდიფიკაციის მახასიათებლებია ნაჩვენები. ამჯერად ავტომწარმოებელმა ყურადღება აეროდინამიკის სისტემაზე გაამახვილა და კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მარტივად ადაპტირდება ის ამა თუ იმ ტრასის სტილისტიკაზე.
ახალი ტექნოლოგია პირველად Huracan PErformante-ს შემთხვევაში გამოიყენეს და მისი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მოსახვევში ავტომობილს მარცხენა და მარჯვენა მხარეების საჭიროების მიხედვით დატვირთვა შეუძლია. გავრცელებული ჭორების მიხედვით, Lamborghini Aventador SVJ-ს 6,5 ლიტრის მოცულობის V12 ძრავი აქვს და 770-800 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
გარდა ამისა, Jota-მ მოდერნიზებული ტრანსმისია და ძარის განახლებული პანელიც მიიღო. როგორც ცნობილია, სუპერქარმა სარბოლო ტრასა 6 წუთსა და 44,95 წამში გაიარა, რაც Porsche 911 GT2 RS-ზე 2 წამით უკეთესი შედეგია.