LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურებიან 90-იანი წლების სუპერმოდელები ახლა (ფოტოები)

21

გასულ კვირას მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში “ვერსაჩეს” მოდის სახლის ჩვენებამ  ფურორით ჩაიარა. ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე დონატელა ვერსაჩემ პოდიუმზე 90-იანი წლების სუპერმოდელები გამოიყვანა. მაყურებელმა წლების შემდეგ პირველად იხილა ერთად ნაომი ქემპბელი, კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდიდა სხვები. გამოცემამ “ვოგიმ” გაიხსენა, როგორ გამოიყურებოდნენ ეს ლეგენდარული ქალბატონები „სუპერმოდელების ოქროს ეპოქიდან“ და გვაჩვენა, როგორები არიან ისინი დღეს.

 

სინდი კროუფორდი

გარდა იმისა, რომ 90-იანების სექსსიმბოლო, 51 წლის სინდი კროუფორდი დღესაც ფანტასტიკურ ფორმაშია, მისი ქალიშვილი კაია წლევანდელი მოდის კვირეულების მთავარი გმირია. დედასთან საოცარი მსგავსების გამო, მედიამ ის მალევე აიტაცა და საოცრად პოპულარულიც გახდა. სინდი “ვერსაჩეს” მოდის სახლის ჩვენებაზე ისეთივე თავდაჯერებული ჩანდა, როგორც უწინ.


კლაუდია შიფერი

90-იანი წლების ყველაზე ლამაზი ქერათმიანი მოდელი დღესაც ფანტასტიკურად გამოიყურება. კლაუდია შიფერი ახლა 47 წლისაა და ამ დრომდე გრამიც არ აქვს მომატებული. მართალია ის ახლა ოჯახით მეტადაა დაკავებული, ვიდრე კარიერით, თუმცა, საყვარელი დიზაინერის ხსოვნისადმი გამართულ ჩვენებაში მონაწილეობაზე უარი არ თქვა.


ლინდა ევანგელისტა

90-იანი წლების ყველზე მოთხოვნადი მოდელი დღეს რადიკალურად შეცვლილია. ლინდა ახლა 52 წლისაა და 15 კილოგრამი აქვს მომატებული. ამის გამო ის ბოლო დროს ხშირად მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ეს ლინდა ევანგელისტას წარუმატებელი პირადი ცხოვრების ბრალია, რის გამოც მოდელმა თავის მოვლაც შეწყვიტა. ვრცლად + ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები