LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურებიან დღეს და რას საქმიანობენ მსახიობები პოპულარული თურქული სერიალიდან „ნარჩიტა“

679
ფორტუნა

ერთ-ერთი პირველი თურქული მინი სერიალი, რომელიც ეკრანებზე 1986 წელს გამოვიდა, იყო „ნარჩიტა“. სერიალი იმდენად პოპულარული იყო, რომ მთავარი გმირები მთელმა მსოფლიომ გაიცნო. სერიალში ქალის მთავარ როლს აიდან შენერი ასრულებდა, რომელიც 1981 წელს „მის თურქეთის“ ტიტულის მფლობელი გახდა. დღეს აიდან შენერი სატელევიზიო კარიერას აგრძელებს და ხშირად ჩნდება სატელევიზიო პროექტებში.

რაც ეხება მამაკაცის როლის შემსრულებელს, კენან კალავს, ის ტურიზმის პროფესიას ეუფლებოდა, თუმცა, სამსახიობო კარიერა არჩია. რამდენიმე წარუმატებელი კინო როლის შემდეგ, კენანი სერიალში „ნარჩიტა“, მთავარ როლზე დაამტკიცეს. 90-იანებში კენან კალავი პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავა და ის ციხეში ექვსი წლით იჯდა. საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ მსახიობი ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო თურქეთში დაბრუნებულმა რესტორნების ქსელი გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები