ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ წარადგინა მან საქართველო Miss Europe Continental 2024-ზე, საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე, სადაც ჩვენი ქვეყანა პირველად წარდგა.
თამთა კვარაცხელიამ სილამაზის კონკურსზე ლაშა ჯოხაძის მიერ შექმნილი წითელი კაბა მოირგო.
კონკურსის გამარჯვებული გახდა მის სინგაპური, ავა ჟი.
თამთა კვარაცხელიამ აღნიშნა:
„დღეს მიხარია, რომ ჩემს თავში გამბედაობა ვიპოვე და საერთაშორისო სილამაზის კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება მივიღე…“