LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოყურება დღეს „ნაზირა“ ლეგენდარული სერიალიდან „კლონი“ – მსახიობი 70 წლისაა

2032
კლონი

ელიანე ჯარდინი ბრაზილიური კინოსა და თეატრის პოპულარული მსახიობია. მას მსოფლიო აღიარება მოუტანა ნაზირას როლმა ტელესერიალში „კლონი“, სადაც ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ნაზირა მაროკოში მცხოვრები ქალია, რომლის ოჯახიც მკაცრად მისდევს რელიგიური ადათ-წერებს. ამის პარალელურად მთავარი გმირი ცდილობს იპოვოს ბედნიერება და მაქსიმალურად წინ აღუდგეს ძმების მიერ დაწესებულ დოგმებს. პირადი ბედნიერების ძიებაში „კლონის“ გმირი ურთულე გზას გადის, რომელიც სავსეა სახალისო და ტრაგიკული თავგადასავლებით. სერიალის ბოლოს ვიგებთ, რომ ის მაინც იპოვის პირად ბედნიერებას.

ნაზირას როლის შემსრულებელი ელიანე ჯარდინი არაერთ ფილმსა და სერიალში მონაწილეობს. მისი ბოლო კინოფილმი 2021 წლით თარიღდება, თუმცა, „კლონის“ მსგავსი პოპულარობა, მას ვერც ერთმა კინოროლმა ვერ მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კინოგმირი დაოჯახებაზე ოცნებობს, ელიაენემ პირადი ცხოვრებაში უდიდესი მსხვერპლი გაიღო, 1997 წელს ის მეუღლეს იმის გამო დაშორდა, რომ ეკრანზე დაბრუნებულიყო. მსახიობს ორი ქალიშვილი ჰყავს, მასზე უდიდესი გავლენა იქონია წლინახევრის შვილიშვილის გარდაცვალებამ, რომელსაც უიშვიათესი დიაგნოზი ჰქონდა. 2019 წელს დატრიალებული ტრაგედიის გამო, ელიანე ჯარდინის ჯანმრთელობა იმდენად შეირყა, რომ ის ეტლს მიეჯაჭვა. ამის მიუხედავად, მას კინოსა და თეატრში მუშაობისთვის თავი არ დაუნებებია, დღეს მსახიობი 7o წლისაა.

ფოტო: ასე გამოიყურება „კლონის“ 71 წლის ვარსკვლავი ვერა ფიშერი

,,კლონის” ვარსკვლავების, ვერა ფიშერისა და ადრიანა ლესას შეხვედრა 20 წლის შემდეგ

საინტერესო ფაქტები სერიალ „კლონიდან“, რომელიც ყველაზე მხურვალე გულშემატკივრებსაც გამორჩათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g