თუ გგონიათ, რომ აუცილებელია არჩევანის გაკეთება იდეალურ ფიგურასა და გემრიელ დესერტს შორის, მაშინ თქვენთვის სასიამოვნო ახალი ამბავი გვაქვს – შეგიძლიათ მიირთვათ ტკბილეული და არ მოიმატოთ წონაში, მთავარია, დაიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი.
- თუ ვერაფრით ელევით ტკბილ საკვებს, მიირთვით ის საუზმეზე, რადგან დილის კალორიები უფრო სწრაფად იხარჯება და რაც მთავარია, დღის მანძილზე უფრო გაგიადვილდებათ გაუძლოთ ცდუნებას. თუ დღისით ორგანიზმი მაინც გთხოვთ დესერტს, გაყავით დილის პორცია ორ ნაწილად. ერთი საუზმეზე მიირთვით, მეორე კი – სადილის შემდეგ. მთავარია, ღამის საათებში არ მიეძალოთ ტკბილეულს, რადგან ღამით, ჯერ ერთი, ნახშირწყლები და გლუკოზა იქცევა ცხიმად, მეორეც – ორგანიზმი დამძიმდება და უძილობით ან გულისრევით შეგაწუხებთ.
- გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა შაქარს დასაშვებ დონეზე ინარჩუნებს, ამიტომ, თუ გინდათ ტკბილის მირთმევა და არ გინდათ ზედმეტი კილოგრამების აკრეფა, ჯერ ნახევარსაათიანი გასეირნება მოაწყეთ (იცურავეთ აუზში, ისეირნეთ ველოსიპედით) და მხოლოდ მერე მიირთვით საყვარელი დესერტი.
- ამოიღეთ რაციონიდან ის პროდუქტები, რომლებიც დამატებით შაქარს შეიცავენ. თუ სადილის შემდეგ, ცოტა შოკოლადს ან რამდენიმე კამფეტს შეჭამთ, პრობლემა არ არის. პრობლემა იმ პროდუქტებში იმალება, რომლებსაც მწარმოებლები შაქარს უმატებენ. ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ფასტ-ფუდი და საწარმოო სოუსები (მათ შორის კეტჩუპიც), კონსერვები და ნახევარფაბრიკატები, პაკეტის წვენი და გაზიანი სასმელი ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს. თუ გინდათ დესერტი? – მიირთვით დესერტი, ყველაფერი დანარჩენისგან კი, თავი შეიკავეთ!
- თუ უკვე მიირთვით ნორმირებული ტკბილეული და მაინც ვერ ისვენებთ, შეჭამეთ ერთი კოვზი თაფლი. შაქართან შედარებით, თაფლი ანელებს გრელინის (შიმშილის ჰორმონის) სინთეზის პროცესს. სწორედ ეს ჰორმონი აწვდის თავის ტვინს სიგნალს, რომ დროა ტკბილით მომაგრდეთ. თუმცა, თაფლიც საკმაოდ კალორიული პროდუქტია (ერთი ჩაის კოვზი 22 კალორიას შეიცავს), ასე რომ იყავით ყურადღებით!
- მიირთვით “კეთილი” ტკბილეული, რადგან ყველა დესერტი ერთნაირად არ ებრძვის თქვენს ფიგურას. “კეთილ” ტკბილეულს მიეკუთვნება – ზეფირი, თათარა და მარმელადი, ჟელე და პუდინგი, აღმოსავლური ტკბილეული, მოხარშული ცომი ხაჭოს ან ხილის შიგთავსით, რძის ნაყინი და ხილის ყინული.
- შეარჩიეთ სასარგებლო კანფეტები. რა თქმა უნდა, შოკოლადის კანფეტში ძალიან ბევრი შაქარია და თუ ვერაფრით ახერხებთ უარი თქვათ ამ სიამოვნებაზე, გადადით ხილის ან თხილის შემცველ შოკოლადზე, რადგან ასეთი ბატონი არა მარტო ფლავონოლებს შეიცავს, არამედ რკინით და სასარგებლო ბოჭკოთიც მდიდარია, ზოგიერთი ბატონის თითო პორციაში კი, ხუთი ან მეტი ბოჭკოვანი ჰორმონია, რაც დაახლოებით რეკომენდირებული პორციის ერთი მეხუთედია.
- დაიცავით პრინციპი “რაც უფრო მუქია, მით უკეთესია”. შავი შოკოლადი ბევრად უკეთაა დამუშავებული და სხვა შოკოლადთან შედარებით მეტ ფლავონოლს შეიცავს ანუ რაც უფრო მეტია კაკაო, მით უფრო მაღალია ანტიოქსიდანტის დონე და დაბალია კალორიების რაოდენობა. გარდა ამისა, შავი შოკოლადი ბევრად ნაკლებ შაქარსა და რძეს შეიცავს. თეთრი შოკოლადის მოყვარულებმა კი უნდა გაითვალისწინონ, რომ მასში საერთოდ არაა ფლავონოლი და ის მხოლოდ გემრიელი ტკბილეულია.
- …და მაინც, გააკონტროლეთ თქვენი პორციის მოცულობა! მნიშვნელობა არ აქვს, რომელ დესერტს ანიჭებთ უპირატესობას, კალორიების კონტროლი მაინც აუცილებელია. იდეალური ვარიანტია – დღეში 20-40 გრამი შავი შოკოლადი, ან 2-3 კანფეტი, ან თუნდაც ერთი ნაჭერი ნამცხვარი.


