მეცნიერების მტკიცებით, სერიოზული ასაკობრივი სხვაობა ნეგატიურად მოქმედებს წყვილის ურთიერთობასა და მათ ოჯახურ ცხოვრებაზე.
ამერიკელი მეცნიერების გამოკითხვამ, რომელშიც 3 ათასზე მეტი ქალბატონი მონაწილეობდა, დაადასტურა რომ, რაც უფრო სოლიდურია სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის, მით უფრო ნაკლებად აქვთ მათ საერთო ინტერესები და აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებენ ცხოვრებას. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ თუ სხვაობა 15 წელს აღწევს, წყვილთა 95% ურთიერთობას აუცილებლად განქორწინებით ასრულებს, შედარებით კარგი პერსპექტივები აქვთ იმ მეუღლეებს, რომელთა ასაკობრივი სხვაობა 5-7 წელიწადს არ აღემატება, რადგან მათი დაშორების შანსი მხოლოდ 3%-ია.