LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ ჩვენი იმუნური სისტემა ზამთრისათვის და რომელ ხილშია ყველაზე მეტი С ვიტამინი – ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი

179
tamarxucishvili

ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში С ვიტამინის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზამთარში იმუნური სისტემის გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

​სრულიად შესაძლებელია შემოდგომასა და ზაფხულში მისაღები ნივთიერებების მიღება ზამთარში. მაგალითად, პომიდორი შეიცავს ლიკოპინს, ნივთიერებას, რომელიც ხასიათდება მკვეთრი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით. ზამთარში პომიდორი არ გვაქვს, მაგრამ ლიკოპინი საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება ბანანში, გრეიფრუტში. ამიტომ ლიკოპინის დეფიციტი არ გვექნება.

რაც შეეხება იმუნიტეტს, ​ზამთარში უხვად გვაქვს ციტრუსები, რომელიც არის C ვიტამინის წყარო. ციტრუსი ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ინფექციის ნაკლებ მიმღებლობასა და მიღების შემთხვევაში მასთან გამკლავებაში. თუ თქვენ მიიღებთ დღეში ერთ კივს, ჩათვალეთ, რომ C ვიტამინის დღიური დოზა მიღებული გაქვთ“, – ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g