LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვატყუოთ ცოლი: სიგარეტზე წასული ქმარი ფეხბურთზე გაფრინდა

56

მექსიკელმა ფანმა ცოლს უთხრა, რომ მაღაზიაში მიდიოდა სიგარეტის საყიდლად, არადა თვითმფრინავში ჩაჯდა და კონფედერაციის თასზე გაფრინდა.

მექსიკის ნაკრების ქომაგმა ყველაზე უჩვეულო ფორმით მოატყუა მეუღლე, რათა რუსეთში ფეხბურთისთვის ცოცხლად ეყურებინა.
არტურო გარსიამ მონტერეიდან ცოლს უთხრა, რომ მაღაზიაში სიგარეტზე ჩავიდოდა, თუმცა არ უთხრა ზუსტად რომელში.

გარსია მარკეტში მისვლის ნაცვლად აეროპორტში წავიდა და გერმანიის გავლით რუსეთში ჩააღწია. გარსიამ დაადასტურა, რომ ცოლმა უკვე იცის ტყუილზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები