LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორ მოვიაროთ მსოფლიო იაფად” – ქართველი მოგზაურის რჩევები

87

სოციალურ ქსელში ლევან ჭანჭალეიშვილი მომხმარებლებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, „სადმე“ იაფად მოგზაურობის „რეცეფტს“ ანდობს.

ეს ხრიკები მათ გამოადგებათ, ვინ მოგზაურობის ადგილსა და გამგზავრების პერიდში შეზღუდულები არ არიან.

„ფორტუნა“ გთავაზობთ მის რჩევებს:

„ბევრმა იცით ალბათ ასეთი საიტი – kiwi.com (მობილურის აპლიკაციაც ააქვს) რომელიც საკმაოდ კარგად აკავშირებს ერთმანეთს ბიუჯეტურ (და არამარტო) ავიაკომპანიებს. ვწერთ გაფრენის ქალაქებში საიდან გვაწყობს წასვლა (მე ქუთაისს, ბათუმს, თბილისს და ტრაბზონს ვწერ ხოლმე) შემდეგ დანიშნულების ადილზე ვუთითებთ „ნებისმიერ ადგილს“ (რუკაზე შეგვიძლია მოვხაზოთ კიდევაც დაახოლებით რა ქვეყნები ან ტერიტოირები გვაინტერესებს), წასვლის თარიღში ვირჩევთ „ნებისმიერ დროს“ და საიტს ვთხოვთ შედეგები დაგილაგოს დაბალი ფასების მიხედვით. დანარჩენს საიტი აკეთებს – ამოგვიგდებს სხვადასხვა მიმართულებებს და ფასებს. აქვე შეგვიძლია დავფილტროთ, პირდაპირი უნდა იყოს თუ გადაჯდომებიც (ან მაქს რამდენი გადაჯდომა) მოსულა -გადაჯდომების დროს თვითონ ითვლის და რამდენად ემთხვევა რეისები ამის ძებნაზე დრო არ იკარგება.

ბევრი ასევე იყენებს http://www.azair.cz/ ამ საიტსაცდა ეს რეცეპტი მაგ საიტზეც ანალოგიურად მოქმედებს. azair.cz-ს გადაჯდომებს შორის ტრანზიტულ ქალაქში ღამე დარჩენის და მეორე დღეს გაფრენის მონიშვნის საშუალებაც ააქვს. იდეაში მაგარი რამეა ერთი ღამე ტრანზიტზე დარჩენის ოფცია – აორმაგებს ბილეთების მოძიების შანსს. თან ტრანზიტულ ქალაქსაც ნახულობ.

რაც არ უნდა მოგვეწონოს ბილეთიs ფასი kiwi-ზე და azair- ზე, მაინც არ უნდა იყიდოთ – 

(რეალურ ფასს 5% უმატებს საშუალოდ). უმჯობესია მხოლოდ დავაკავშიროთ რეისები და მერე ეს რეისი უშუალოდ გადამიზი ავიაკომანიების საიტზე ვნახოთ და უკვე იქ ვიყიდოთ ბილეთი.

ამ ფოტოს შემთხვევაში ლარნაკაზე დაწკაპუნებით გაგვიხსნის ქუთაისი-ლარნაკას რეისს და უიაფეს დღეებს იქ წასასვლელად. ცალკე გავხსნით ვიზზაერის გვერდს, დრო ვიცით უკვე ზუსტი როდისაა იაფი და ისე მოვძებნით. ფასში სხვაობაც შესამჩნევია, ვნახავთ რომ მაგალითზე ეს 16 დოლარიანი ბილეთი უშუალოდ გადამზიდის საიტზე 25 ლარი ღირს. გადაჯდომა თუა ისიც იაფი იქნება.

პ.ს. ესაა „სადმე„ ბილეთის იაფად ყიდვის უნვიერსალური რეცეპტი და ეს ყველაფერი ნაკლებად გამოგადგებათ როცა კონკრეტულ თარიღში ან კონკრეტული მიმართულებით გინდათ წასვლა“, – წერს ლევან ჭანჭალეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები