LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ კონფლიქტის დროს, რომ არც დედას ვაწყენინოთ და არც ცოლს?

94

კამათი დედათქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის ცხოვრებას გირთულებთ. თუმცა, ფაქტია, რომ ორივეს უყვარხართ. ამიტომ, თავად მოგიწევთ სიტუაციის განმუხტვა და სიტუაციის დალაგება.  როგორ შეიძლება წყენის გარეშე მოაგვაროთ მსგავსი პრობლემები?

 

 

პრობლემა N1: მოულოდნელი ვიზიტები

სცენარი: თქვენს მეუღლეს ძალიან დაძაბული კვირა ჰქონდა და სახლში მოსულს დასვენება სურს. მაგრამ ვისი ავტომობილი დგას სახლთან? დედათქვენის…

არ თქვა: ”დედა,  ჩემს მეუღლეს არ მოსწონს, როცა შენ გაუფრთხილებლად მოდიხარ” ასეთი წინადადებები ორივეს კონფლიქტისკენ უბიძგებს.

თქვი: ”დედა, ჩვენ ძალიან მოგვწონს, როცა ჩვენთან მოდიხარ, მაგრამ მოხარულები ვიქნებით თუ წინასწარ ჩაგვაყენებ საქმის კურსში.” მსგავსი წინადადებები წარმოთქვი თხოვნის სახით, რათა თქვენი მეუღლე დაძაბულობისგან გადაარჩინოთ.

 

პრობლემა N2: ოჯახური დხესასწაულები

სცენარი: თქვენს მეუღლეს სურს, რომ ამ წელს სახლში დაპატიჟოს მთელი ოჯახი და განსაკუთრებული კერძით გაუმასპინძლდეს. თუმცა, დედათქვენი უარზეა, რადგან ის საცივს ყოველ ახალწელს თავად ამზადებს.

არ თქვა: ”დედა, ჩვენ ვიცით, რომ შენ უკეთესად ამზადებ, მაგრამ მიეცი საშუალება დაგიმტკიცოს, რომ არც ის ამზადებს უკეთესად.” ასეთი სიტყვებით თქვენ ცდილობთ დედა ”მოისყიდოთ” თუმცა, ამას თქვენი მეუღლე ნაკლებად გაიგებს და კონფლიქტი არ გაცდებათ.

თქვი: ”დედა, ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი ხელი აქვს. მადლობლები ვართ დაპატიჟებისთვის მაგრამ უმჯობესი იქნებოდა წამოგეღო საცივი ჩვენთან.” როდესაც ცოლს კარგ კულინარად მოიხსენიებთ დედათქვენი დამშვიდდება, რადგან ყველა დედას ჰოგნია, რომ შვილს ცოლი ცუდად აჭმევს.

 

პრობლემა N3: ბავშვები

სცენარი: თქვენ და თქვენი ცოლი ძალ-ღონეს არ იშურებთ ბავშვებისთვის და ყველანაირად ცდილობთ თქვენი შვილები ჯანმრთელად იკვებონ. მაგრამ, დედათქვენი მუდამ ცდილობს, რომ ბავშვები სხვადასხვა სახის ტკბილეულობით გაანებივროს.

არ თქვა: ”დედა, თუ  ასე გააგრძელებ ბავშვების განებივრებას ტკბილეულობით, ჩემ ცოლს მაინც ნუ ეტყვი“. ასეთი წინადადებები ღალატის ტოლფასია თქვენი მეუღლისთვის.

თქვი: ”დედა, ჩვენ გადავწყვიტეთ ბავშვებს ნაკლები ტკბილეულობა ვაჭამოთ და ვთვლით, რომ მათი ჯანმრთელობისთვის ასე უკეთესია. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ შვილიშვილებს ჯანმრთელი საკვებით გაანებივრებ.” ასეთი მიდგომა თქვენს მეუღლეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს იმაში, რომ ბავშვების აღზრდის საკითხებში ერთ აზრზე ხართ.

 

პრობლემა N4: კრიტიკა

სცენარი: თქვენმა მეუღლემ თქვენი ნათესავის ქორწილში საუკეთესო კაბა ჩაიცვა. მაგრამ, დედათქვენმა შეათვალიერა  და აღნიშნა, რომ ასეთ კაბას არასდროს ჩაიცვამდა.

არ თქვა: ”გეყოფათ ორივეს კაბის განხილვა, უკეთესი იქნება თუ კიდევ თითო ჭიქას შევსვამთ.”

თქვი: ”დედა, ის მშვენივრად გამოიყურება. კარგი იქნება თუ სიტყვებს უკან წაიღებ.” როდესაც ქორწინდებოდით, თქვენ მას შეპირდით, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მის გვერდით იქნებოდით. ამიტომ, მიეცით დედათქვენს მინიშნება, რომ თქვენი მეუღლის მიმართ გამოთქმული აგრესიული თუ არააგრესიული კრიტიკა, ძალიან გწყინთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები