LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს გახანგრძლივებული და სპაზმური ხველა აქვს – ეკა უბერის რეკომენდაციები

1357
ekauberi214

რა უნდა ვიცოდეთ შემაწუხებელი და გახანგრძლივებული ხველის შესახებ, რა ტიპის ხველაა ყველაზე გავრცელებული და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. ამ თემებზე პედიატრმა ეკა უბერმა ვრცლად გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ვიზიტის დროს ისაუბრა.

„მშობელი შესაძლოა, ვირუსული რესპირატორული ინფექციის სხვა გამოვლინებებმა, მათ შორის მაღალმა ტემპერატურამ ისე არ შეაშინოს, როგორც სპაზმურმა, შემაწუხებელმა ხველამ. ნებისმიერ ასაკში ხველა აქტუალური სიმპტომია, თუმცა, ხველა სასუნთქი სისტემის დაცვითი რეაქციაა, რაც ფილტვებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილებას გულისხმობს. ხველა ესაა სიმპტომი, რომელიც ხშირად თან ახლავს რესპირატორული სისტემის ვირუსულ დაავადებებს. გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები 6 წლამდე ასაკში ხშირი ავადობის მიზეზი ხდება. უნდა ითქვას, რომ ხშირი ავადობა ძალიან პირობითი ცნებაა, რადგან წლის მანძილზე 4-6 ჯერ ავადობა რესპირატორული ინფექციებით, ეს ჩვეულებრივ ნორმად არის მიჩნეული. ეს ის სიხშირეა, რომელიც ორგანიზმის იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს, აქვე შესაძლოა, ეს სიხშირე 8-10 მდეც გაიზარდოს. თითოეული ეს ავადობა საშუალოდ 1 კვირიდან 10-დღის ინტერვალში გრძელდება, ძალიან ხშირად მშობელი ამბობს, რომ ბავშვი სულ ავადაა. რეალურად კი ეს გახლავთ ყოველ ჯერზე ახალი ინფექციების ცირკულაცია. თუ ბავშვი არის ბაღში მოსიარულე, ხშირად ხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან სახლში მცირე წლოვანი და-ძმები ჰყავს, რომლებიც შესაძლოა, იყოს ინფექციის წყარო, ასეთ დროს ავადობის სიხშირე წელიწადში 8-10 მდე იზრდება.

გახანგრძლივებული და სპაზმური ხველა – ეკა უბერის რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია რეკომენდაციები გრიპის სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გამოყოფილია რისკის ჯგუფის ადამიანები, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, ორსულები, სტუდენტები და ადამიანები, რომლებსაც სიმჭიდროვეში უწევთ ცხოვრება ან მუშაობა. კვლევებით დადგინდა, რომ გრიპის სეზონური ვაქცინაცია, 60%–ით ამცირებს ავადობის სიხშირეს. იქიდან გამომდინარე, რომ ინფლუენსა ანუ გრიპის ვირუსი საკმაოდ საშიში ვირუსია და ხშირად ახასიათებს გართულება, რა თქმა უნდა ვიზიარებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ვურჩევ მშობლებს, ბავშვები აცრან გრიპის სეზონური ვაქცინით. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ინგლისში, ამერიკაში, გრიპის სეზონური ვაქცინა გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში შედის და არავაქცინირებულ ბავშვებს ბაღებში არ იღებენ.ხველის ერთ-ერთი მიზეზი არის რესპირატორული ვირუსული ინფექციები, მაგრამ არა ერთადერთი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველა ტიპის ხველას უშველის. ჩვენ ვმკურნალობთ არა ხველას, არამედ მის გამომწვევ მიზეზებს. თუ ვსაუბრობთ გახანგრძლივებულ ხველაზე, ეს ის ხველაა, რომელიც სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აქ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები და არა მარტივი ვირუსული ინფექციები, რომელიც 10-15 დღეში კუპირდება და ხშირ შემთხვევაში თვითგანკურნებადია.

„ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია ხველის სამკურნალო მეთოდი არ არის“ – ეკატერინე გეთია სპაზმური ხველის მკურნალობაზე

თუ ხველის მიზეზი დადგინდა, მისი მართვა რთული აღარაა. თუ ბავშვი ხშირად ავადობს, თუ ორგანიზმს ახალ-ახალი ვირუსები უტევენ და ისევ სახეზეა ხველით მიმდინარე პროცესი, შესაძლოა, მშობელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ბავშვი სულ ახველებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას ჰორმონალურ პრეპარატებთან დაკავშირებით, არსებობს ხველა, მაგალითად ლარინგოტრაქეიტი, რომელიც კრუპის სახელწოდებით არის ცნობილი, მას მხოლოდ ჰორმონალური პრეპარატები ხსნის. არსებობს კრუპის გრადაცია, ესაა მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო კრუპის ნიშნები. ეს გახლავთ ხმაურიანი სუნთქვა, მყეფარე ხასიათის ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა. თავის მხრივ ეს გახლავთ ვირუსული ინფექცია, რომელსაც უხშირესად პარაგრიპის ვირუსი იწვევს. თუ მშობელი მომზადებულია სათანადოდ და იცის, როგორ მართოს კრუპის ნიშნები, ის ადვილად ემორჩილება მკურნალობას და ადრეულ ეტაპებზე ადვილად კუპირდება“ – ამბობს ეკა უბერი.

როდის არის აუცილებელი, ვირუსის დროს, ბავშვის კლინიკაში გადაყვანა – ეკა გეთიას რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g