LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვისმინოთ სმარფტონებში მუსიკა YouTube-ზე ჩაკეცილ რეჟიმში

3840

YouTube-ის აპლიკაციის ავტორი და ვიდეო ჰოსტინგის მფლობელი ამერიკული საძიებო სისტემა – Google-ია. არც ისე დიდი ხნის წინ, კომპანიამ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გაირკვა, რომ ყველაზე ხშირად მომხმარებელი მუსიკას სწორედ YouTube-ზე უსმენს. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. ერთ-ერთია სმარტფონების შეზღუდული მეხსიერება.

შესაბამისად, როცა მელომანს ბევრი სიმღერა სჭირდება ყოველდღიური მრავალფეროვნებისთვის და გაჯეტის მეხსიერება დიდი რაოდენობით ფაილს ფიზიკურად ვერ იტევს, საკმაოდ კომფორტულია ონლაინ სერვისების გამოყენება. ამ შემთხვევაში ფაილები არა ლოკალურ მოწყობილობაში, არამედ გლობალურ ქსელშია შენახული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ YouTube-ის აპლიკაცია მუსიკის მოსმენის პარალელურად აპლიკაციის ჩაკეცვის შესაძლებლობასა და დისფლეის ბლოკირების უფლებას არ გვაძლევს.

შესაბამისად, მუსიკის მოსმენისას მომხმარებლისთვის ეს გზა საკმაოდ მოუხერხებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქუჩაში მოძრაობ და განბლოკილ დისფლეიზე ხელის მოხვედრის ალბათობა ძალიან მაღალია.

Google-მა ფასიანი სერვისი YouTube RED შემოიღო, რომელიც მუსიკის მოსმენის რეჟიმში სწორედ YouTube-ის ჩაკეცვის საშუალებას იძლევა. მიუხედავად ამ კომფორტისა, მომსახურება მიუწვდომელია მრავალ ქვეყანაში. მიზეზი საერთაშორისო ლიცენზია და საავტორო უფლებებია. მათ შორისაა საქართველოც. ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია YouTube RED-ის გამოყენება, თუნდაც მისი 1 თვიანი გამოწერის ყიდვის შემთხვევაში. ლოკაციის დაფიქსირებისას, სერვისი ფუნქციონირებას წყვეტს.

 

 

ბაზარზე მრავლადაა ალტერნატიული მუსიკალური სერვისები. როგორებიცაა: Deezer, Google Play Music, iTunes, Spotify, Tidal და ა.შ. თუმცა, მომსახურება არაკომფორტულია მათი მაღალი ფასის გამო. 1 თვის მინიმალური გადასახადი 9.99 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ჩანს, ერთმა ჭკვიანმა დეველოპერმა პრობლემის გადაჭრა სცადა. მან შექმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ YouTube-ის მუსიკალური ბაზა სურვილისამებრ გამოიყენოთ: მოუსმინოთ მუსიკას მაშინაც კი, როცა ეკრანი დაბლოკილია და გადაადგილდებით.

 

 

შვედმა დეველოპერმა, რომელიც ფსევდონიმით PalmerinTech-ით მოღვაწეობს თავდაპირველად აპლიკაცია Android-ის მარკეტში განათავსა. თავისთავად, Google-მა აპლიკაცია მალევე დაბლოკა და მისი პოვნა მარკეტზე შეუძლებელია. იგი ვრცელდება დამატებითი საინსტალაციოს სახით.

FireTube სწორედ ისაა, რაც ნებისმიერ მელომანს სჭირდება, რომლისთვის ონლაინ მუსიკის მოსმენა გაცილებით კომფორტულია. აპლიკაცია ვრცელდება თავისუფლად, არ შეიცავს არანაირ ზედმეტ რეკლამასა და საშიშროებას სმარტფონის სისტემისთვის. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. სასურველია 4G ან WiFi ინტერნეტის სიჩქარე საუკეთესო სტრიმინგისთვის.

სერვისის ანალოგია Windows-ზე მომუშავე გაჯეტებისთვის კი MetroTube-ია.

FireTube-Premium.zip