LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება შეუზღუდოს: ირაკლი ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე“

65
ღარიბაშვილი

„როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება შეუზღუდოს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ პოზიციები გამიჯნულია.

„ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი უმრავლესობაში რჩებიან. უმრავლესობაში რომ არ დარჩნენ, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს და ჩვენ რეალურად პრობლემები გვექნება, რომ კანონები მივიღოთ.

მეორე – ჩვენი 1-ელი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების – სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება ჩვენს მოსახლეობას დაუბრუნდა, მით უმეტეს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ ეს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდოს. ეს მათი არჩევანია. მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით. არც ერთი სხვა მოძრაობის საქმიანობაში არ ვერევით და მე ამაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.

შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g