LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორც ჩანს, მოშემ ურჩია, აწი გადამრჩენელზე და გადარჩენილზე გადაერთე, შელახულ იმიჯს აღიდგენო” – ჯაფარიძე კალაძეზე

186
Untitled design (46)

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კახა კალაძის მიერ ვაკის პარკის ტრაგედიის გადარჩენილ ლაზარე ლობჟანიძის მონახულების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, დედაქალაქის მერი ისე იქცევა, როგორც პიარსპეციალისტმა, მოშე კლუგჰაფტმა ურჩია.

„როგორც ჩანს, მოშემ ურჩია, გარდაცვლილს ახლა სწრაფად უნდა ჩაეხსნა, ხალხს ტრაგედიას ახსენებს და ნეგატივი მოაქვს, პანაშვიდზე მისვლა საკმარისი იყო, აწი გადამრჩენელზე და გადარჩენილზე გადაერთე, პოზიტივს წამოიღებს და შელახულ იმიჯს აღიდგენო“. – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფოტო: ვაკის პარკის ტრაგედიას გადარჩენილ ლაზარეს კახა კალაძე ესტუმრა და საჩუქრები გადასცა

“მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები” – კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები