34 წლის ირინა შეიკი და მისი 2 წლის ქალიშვილი, ლეა კუპერი პაპარაცების საყვარელი პერსონები არიან. დედა-შვილიც საზოგადოებას ქუჩაში ხშირი გამოჩენით ანებივრებს. მიუხედავად ირინას დატვირთული გრაფიკისა, ის ქალიშვილთან დიდ დროს ატარებს და მასთან ერთად ხშირად სეირნობს,
აღსანიშნავია, რომ ლეა მუდამ საბავშვო ეტლშია მოთავსებული. ამჯერად კი გოგონებმა ფეხით გავლა გადაწყვიტეს. დედა-შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში ხელჩაკიდებული სეირნობდა. ორივეს „ბარბერის“ პალტო ამშვენებდა.
შეიკმა წითელი ჟაკეტი, ჯვრების პრინტიანი ჯინსის შარვალი და კლასიკური ჩექმა მოირგო.
„როგორც იქნა ბავშვი ეტლიდან ამოიყვანა“, „შეუდარებელი დედა-შვილი“, „მამის ასლია“, – არ წყდება კომენტარები.