LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდება: გიორგი გახარია

82
გახარია

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა. ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა სასწავლო კლასებში ფიზიკურად იყვნენ.  როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი 4% ჩამოცილდება, რა თქმა უნდა,  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო სწრაფად ავამოქმედოთ, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობას გადადგამს,  განათლების სწრაფად ამოქმედება და პირველ რიგში, დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g