LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კი ოკუპანტი სამხედროს ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული.. თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი საკმარისი არ არის“ – დევი ჭანკოტაძე

131
ing (3)

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ენმ-ის დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მისი თქმით, ქვეყანა დგას და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება  საკმარისი არ არის:

„მეგონა, ეს ბიუჯეტი განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან სიტუაცია ძალიან მძიმეა. არავის ვაშინებ, მაგრამ ომის წინ ვდგავართ, დამიჯერეთ. როგორც კი ოკუპანტი რუსი სამხედროს ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული.

თუ ამას ვერ ხედავთ, მე ვხედავ. ამიტომ, ბიუჯეტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მშვიდობიანად გადავლახოთ ეს სიტუაცია, ასე არ გამოვა. 230 მლნ ლარია გამოყოფილი, რომ თავდაცვის ძალებმა შეიარაღება შეიძინონ. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი, ეს, დაახლოებით, 85 მლნ დოლარია. მაგალითად, 85 მლნ დოლარად 1.5 ანტისაჰაერო ასეული შეგვიძლია შევიძინოთ, სადაც 9 დანადგარი შედის. თბილისი რომ დავიცვათ, ასეთი 7 ასეული  გვჭირდება.

ვერ ხედავთ ამ საფრთხეს? მთელი საქართველო ხედავს ამ საფრთხეს, ჩვენი მთავრობა ვერ ხედავს. რა გამოდის, ომისთვის მზადება არ მიდის. ამას ვერ გავექცევით, დიდი ალბათობით, მოხდება. მით უმეტეს, ხედავთ, ჯერ დაიწყო მოლდოვაში, რაც უნდა ეფერო, მაინც აურევს, მერე ყარაბაღში ეცადა სიტუაცია აერია, ახლა ისრაელში. შემდეგი შეიძლება ჩვენ ვიყოთ და რა, მზად ვართ? არ ვართ მზად. ამ ბიუჯეტს რომ ვუყურებ, არ არის მზად. ამ წელს სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს“, – თქვა დევი ჭანკოტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g