ბერა ივანიშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს “პოსტივის“ ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ნაცვლიშვილი წერს, ბერა ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა.
“საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვი ესტუმრა სტუდიაში და კონცერტი გაუმართა, ვთხოვე ამ შეხვედრის ჩანაწერს გავაშუქებ-მეთქი და უარი მივიღე” – მანანა თოქმაჯიშვილი
„ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. ღირსეულ ოჯახში აღზრდილი ნამდვილი ქართველი კაცი. როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ამით გამწარებული უტევდე მის არასრულწლოვან შვილს, უკანონოდ იწერდე მის საუბრებს და ამონტაჟებდე პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად“,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.