რამდენიმე დღის წინ, სასტიკად ნაცემ და დაჭრილ„გლოვოს“ კურიერს, თემო სიგუას ოპერაცია ჩაუტარდა. სიგუას ოპერაცია გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები.
მედიკოსების ინფორმაციით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამ ეტაპზე მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი ამ დროისთვის იმყოფება პოსტ ოპერაციულ განყოფილებაში, აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, როდის გაეწერება კლინიკიდან – ჯერ უცნობია“ – განაცხადა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, ნინო რამიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში „გლოვოს“ კურიერი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს- მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, იმავე დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, თუმცა თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
„სამი ტყვია აქვს მოხვედრილი“ – თბილისში „გლოვოს“ კურიერი დაჭრეს