როლან გაროსზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის სამ სეტიან დაძაბულ ბრძოლაში. 7-6,7-6,7-6 სძლია. სამივე სეტშიო ტაიბრეიკი გახდა საჭირო.
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი მომდევნო, მესამე წრეში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს და როლან გაროსის 9-გზის ჩემპიონს, რაფა ნადალს დაუპირისპირდება. ნადალმა გუშინ გამართულ მატჩში რობინ ჰაასი დაამარცხა.
ბასილაშვილი და ნადალი მესამე წრის მატჩში ერთმანეთს 2 ივნისს შეხვდებიან.