LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce ყველგანმავალი Cullinan-ის საფინალო ცდებს სოცქსელში აჩვენებს

50

კომპანია Rolls-Royce ყველგანმავალი Cullinan-ის საფინალო ცდებს National Geographic-თან ერთად გამართავს. 4 აპრილიდან მოყოლებული, ფოტოები და რგოლები, სადაც ტესტების გავლის პროცესი იქნება აღბეჭდილი, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება.

სახალხო ცდების პროექტი, რომელსაც „The Final Challenge“ დაარქვეს შოტლანდიის მთებში აიღებს სტარტს. ამის შემდეგ ავტომობილების ტესტირება ავსტრიულ ალპებში, ახლო აღმოსავლეთის უდაბნოსა და აშშ-ში გაგრძელდება. კონკრეტულად სად შემოწმდება ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილი, არ კონკრეტდება.

გამომცდელთა გუნდში შედის National Geographic-ის ვერსიით, „2012 წლის მოგზაური“ კორი რიჩარდსი. სოციალურ ქსელებში ფოტოები და ვიდეოები ყოველდღიურად გამოქვეყნდება.

Rolls-Royce-ის ყველგანამავლი იმავე შასიზეა აწყობილი, რაზეც ბოლო თაობის Phantom. მოდელი სტანდარტული, 5,5 მეტრიანი მოდიფიკაციითა და მისი დაგრძელებული ვერსიით იქნება წარმოდგენილი, რომელიც 6 მეტრს აღწევს. Cullinan 12 ცილინდრიანი 6,75 ლიტრის მოცულობის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 571 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილს წლის ბოლოს გაასაჯაროვებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები