სტამბოლის აეროპორტში კვება ევროპის მასშტაბით ყველაზე ძვირი აღმოჩნდა. ასეთ დასკვნამდე იტალიური გაზეთი Corriere della Sera ავიაბაზის კაფე-ბარებში ფასების შესწავლის შემდეგ მივიდა.
გამოცემის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, თურქეთის აეროპორტში კვების ფასები მეტია, ვიდრე ევროპის 16 სხვა ავიაბაზაში. ამასთან, თავად ლიდერ აეროპორტში ამ შეფასებას არ დაეთანხმნენ. რესტორნებისა და კაფეების ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ „სტამბოლის აეროპორტში სიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე კონკურენტებთან.“
„საბაზისო მოთხოვნილებებთან ერთად, როგორიცაა – წყალი, ყავა, სენდვიჩი, კრუასანი და ბურგერი, მგზავრებს ყველა სხვა პროდუქტის ალტერნატიულ ვარიანტებს, სხვადასხვა ფასებით ვთავაზობთ და ეს ფასები ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი“ – დააზუსტა თურქეთის აეროპორტის წარმომადგენელმა.