LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ევროპულ ქვეყნებში შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად მუშაობა?

Travel the world business man concept

საფრანგეთის მსგავსად, კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მალე საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლოა მუშაობა ლეგალური გახდეს გერმანიაში, ისრაელში. პორტუგალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში.

ამასთან დაკავშირებით უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში). 

საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა

მინისტრის განცხადებით, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით.

ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები, (შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე – 500 კვოტა ჯამში) .

„დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაციის სფეროში გააქტიურება ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას,” – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g