LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქალაქში ხარჯავენ ტურისტები დღიურად ყველაზე დიდ ფულს

68

ტურისტები პარიზში ორჯერ მეტს ხარჯავენ ვიდრე ლონდონში, თუმცა ლონდონი ბევრად უფრო პოპულარულია.

ზოგადად საფრანგეთის დედაქალაქში ტურისტები სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით ბევრად მეტ ფულს – დღეში 262 ევროს ხარჯავენ. ბუნებრივია, ეს მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი არ არის და ყველაზე მეტი ფულის ხარჯვა ვიზიტორებს დუბაიში უწევთ ხოლმე. დუბაის შემთხვევაში დღიური ხარჯი არც მეტი არც ნაკლები 467 ევროა. რაც შეეხება ლონდონს, ერთი დღის გასატარებლად საჭიროა მინიმუმ 133 ევრო და ქალაქი მოგზაურთა შორის სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. 2017 წელს ლონდონს 19,8 მილიონი ადამიანი ეწვია, ხოლო პარიზს – 17,4 მილიონი. ვიზიტორთა რაოდენობით მსოფლიო ლიდერი კი კვლავინდებურად ბანგკოკი გახდა, ტაილანდის დედაქალაქმა 20 მილიონ ტურისტს უმასპინძლა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები