დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბავშვები მსოფლიოში ყველაზე მსმელები აღმოჩნდნენ. ამას ადასტურებს კვლევა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩაატარა და მოგვიანებით The Times-მა გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, ინგლისში მცხოვრები ყოველი მესამე 11 წლის ბავშვი და 13 წლის მოზარდების ნახევარი – ალკოჰოლს იღებს. ეს კი 44 ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებს შორის ჩატარებულ კვლევაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლს ყველაზე ხშირად ბრიტანეთის შეძლებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები მოიხმარენ. ექსპერტთა აზრით, ეს დაკავშირებულია მათ სურვილთან მიბაძონ მშობლებს, რომლებიც ღვინოს ძალიან ხშირად მიირთმევენ და შვილებსაც შესაბამის მაგალითს აძლევენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა ასევე ელექტრონული სიგარეტის პოპულარობას მოზარდთა შორის. ბრიტანელი ბავშვები ამ მხრივაც გამორჩეულები არიან და ბევრად მეტს ეწევიან ვიდრე მათი თანატოლები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და კანადიდან.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ალკოჰოლის მოხმარება და მწეველობა უფრო ხშირად გოგონებს შორის არის პოპულარული.