ექსპერტებმა ევროპის ყველაზე პოპულარული ქვეყნები დაასახელეს. 2016 წლის ტოპ-ხუთეულში – ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და ბრიტანეთი მოხვდნენ. საინტერესოა, რომ დამსვენებლებმა ევროპის სასტუმროებში სულ 2,8 მილიარდი ღამე გაატარეს, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით მეტია.
ყველაზე მოთხოვნად ქვეყანათა სიაში კვლავინდებურად ესპანეთი ლიდერობს, იქ გასულ წელს 454 მილიონი ნომერი დაიქირავეს. საინტერესოა, რომ სიაში ასევე ავსტრია, ჰოლანდია და საბერძნეთიც მოხვდნენ.
რაც შეეხება ბულგარეთს, მას არნახული ზრდა ქონდა და წინა წელთან შედარებით 17,9%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია.