საერთაშორისო პროექტმა Blue Flag დაასახელა მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე სუფთა პლაჟებით. ამის შესახებ ინფორმაცია პროექტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
2024 წელს ეკოლოგიური განათლების ფონდმა Blue Flag-ის სერტიფიკატი 50 ქვეყნის 5 ათასზე მეტ პლაჟს გადასცა.
უახლეს სიაში ლიდერი ესპანეთი აღმოჩნდა, ქვეყანას 638 უსუფთავესი სანაპირო აქვს ტურისტებისთვის მომზადებული. მეორე ადგილს საბერძნეთი იკავებს და მის შემთხვევაში გამორჩეული პლაჟების რიცხვი 596-ია. მესამე ადგილზე 567 პლაჟით თურქეთი გავიდა.
მსოფლიოს ყველაზე სუფთა პლაჟების მქონე ქვეყნების რეიტინგში მოხვდა ასევე – იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, დანია, ირლანდია, ინგლისი და კვიპროსი.