LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ საათებში და როგორ შეძლებთ თურქეთში სახმელეთო გზით შესვლას – ,,ვალეს“ საბაჟომ მუშაობა განაახლა

137
6291e2272c7e8

,,ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამასთან, თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დროებითი რეგულაციით (საბაჟო გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე” სამშენებლო სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე), მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა და მგზავრებმა საზღვრის კვეთის პროცედურები, შესაძლებელია განახორციელონ 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს, (საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ”) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,,ვალეს” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო საბაჟო კონტროლის პროცედურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g