LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ტელევიზიებს აქვთ ყველაზე მაღალი სარეკლამო შემოსავლი საქართველოში – უახლესი სტატისტიკა

94
baf9137cb802c4b3b2dc270b458f9103-770x418

2021 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის, – ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს“, „სილქნეტს“, „ფორმულას“, ასევე „პოსტვს“, „ჯი-დი-ეს  თი-ვის“ და „რ.ბ.ჯ“-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა.

არხების მიხედვით, სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:

ტელეიმედი – 5.3 მილიონი ლარი

რუსთავი 2 – 2.0 მილიონი ლარი

მთავარი არხი – 1.9 მილიონი ლარი

ტელეკომპანია პირველი – 1.2 მილიონი ლარი

სილქნეტი – 0.8 მილიონი ლარი

ფორმულა – 0.7 მილიონი ლარი

პოსტვ – 0.7 მილიონი ლარი

ჯი-დი-ეს თი-ვი – 0.6 მილიონი ლარი

რ.ბ.ჯ – 0.2 მილიონი ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებელი – 0.2 მილიონი ლარი

სხვა – 1.0 მილიონი ლარი

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს.

რაც შეეხება რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g